მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ერთ ავტომობილში 3 ადამიანი” მხოლოდ ტაქსებს შეეხება

ავტომობილებში ადამიანების რაოდენობის შესახებ შეზღუდვა უქმდება და ის მხოლოდ ტაქსების შემთხვევაში რჩება ძალაში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრიმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, კარგად ცნობილი შეზღუდვა ერთ ავტომობილში 3 ადამიანის შესახებ, გაგრძელდეს მხოლოდ ტაქსებზე და სხვა ავტოსაშუალებებზე გაუქმდეს”. – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, თუ რატომ რჩება ძალაში 3 პირზე მეტის გადაადგილების შეზღუდვა ტაქსებისთვის.

როგორც მინისტრი აცხადებს, ვინაიდან ტაქსის მძღოლებს ბევრ მგზავრთან უწევთ კომუნიკაცია, აღნიშნული შეზღუდვა პრევენციის საშუალებაა.

„ეს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს: ჩვენთვის მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, კვლავ დიდხანს დარჩება ძალაში, რომ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცირება. ტაქსთან მიმართებაში გარკვეული რისკები არსებობს, როდესაც მძღოლი საკმაოდ ხშირად იცვლის თავის მგზავრს და სწორედ ამ პრევენციიდან გამომდინარე დავტოვეთ ეს შეზღუდვა“. -განაცადა ტიკარაძემ.

პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომაროება დღეს, 00:00 საათიდან უქმდება, გარკვეული შეზღუდვები მაინც ძალაში რჩება. მათ შორისაა:

“მაგალითად გარკვეული ეკონომიკური საქმიანობები, მაგალითად, სამოქალაქო და მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება, მაგალითად, სპორტული და კუტლურული ღონისძიებები, საზღვრებზე კონტროლი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველო თუ წარმატებულია კოვიდის გავრცელებასთან ბრძოლაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გადავდგით დროული, პრევენციული ნაბიჯები. პირველ რიგში, – კონტროლი საზღვრების”. – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი დღეიდან, ღამის 12 საათის შემდეგ უქმდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button