მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ერთ-ერთ მოშიმშილეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა

ახლადარჩეული ზუგდიდის საკრებულოს ერთ-ერთ მოშიმშილე, მაჟორიტარ დეპუტატ მაია კალანდიას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა წნევის ცვლილების გამო. ამის მიუხედავად, ის პროტესტს განაგრძობს არ აპირებს “ქართულ ოცნებასა” და მათ აქტივისტებზე მორგებული ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების უფლებას.

ზუგდიდის ბიუჯეტის განხილვა უკვე დაწყებულია. მას წინა მოწვევის საკრებულო განიხილავს.

კანონმდებლობით, 2017 წლის მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ვადა ახალი საკრებულოს შეკრებამდე აქვს.

ზუგდიდის ახლადარჩეულმა საკრებულოს წევრებმა შიმშილობა 15 ნოემბერს დაიწყეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კერძო კლნიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

საკრებულოში შიმშილობენ საკრებულოს წევრები – მაია კალანდია, ირაკლი სორდია, ხათუნა შამუგია,დარიკო არქანია და ექიმი მალხაზ ჯალაღონია.

მიუხედავად პოლიციის წინააღმდეგობისა,მათ მოახერხეს დაეკავებინათ საკრებულოს სხდომათა დარბაზი და იქ აგრძელებენ შიმშილობას.

მსგავსი პოსტები

Back to top button