მნიშვნელოვანისიახლეები

საპროტესტო აქციები გრძელდება

მეტროსადგურები “ავლაბარი”, “ვაგზლის მოედანი” და “უნივერსიტეტი” – ოპოზიციამ პარასკევს, 3 საათზე, 3 ადგილიდან მსვლელობა დააანონსა:

“მივიღეთ გადაწყვეტილება ერთობლივად – “ლელომ”, ნაციონალურმა მოძრაობამ”, “გირჩი მეტი თავისუფლებამ” და “დროამ”, გაიმართოს პარასკევს 3 საათზე, სამი განსხვავებული ლოკაციიდან მსვლელობა, მანიფესტაცია, დემონსტრაცია, რაც გინდათ ის დაარქვით.

მეტრო ავლაბართან, სადაც შეიკრიბება ნაციონალური მოძრობის მხარდამჭერთა დიდი ჯგუფი,

მეტრო “ვაგზლის მოედანთან” იმავე დროს, 3 საათზე მსვლელობას სათავეში ჩაუდგება “ლელოს” ლიდერები და არამხოლოდ და მესამე ლოკაცია – იგივე დროს, პარასკევს 3 საათზე, მეტროსადგური “უნივერსიტეტი”, ვაჟა- ფშაველაზე”, მსვლელობას სათავეში ჩაუდგება “გირჩი მეტი თავისუფლებისა და დროას ლიდერები” განაცხადა ნიკა მელიამ ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე.

ოპოზიციის ლიდერებმა გადაწყვეტილება კოალიციური შეთანხმებით მიიღეს და მოსახლეობას მოუწოდებენ მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან, საყოველთაო დემონსტრაციაში, სადაც ხელისუფლების პოლიტიკას გააპროტესტებენ.

მათი თქმით, ახლა ისე, როგორც არასდროს საქართველოს ევროპული მომავალი, დასავლური კურსი საფრთხეშია და “ქართული ოცნება” ამას აღარც მალავს.

ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. სააკაშვილი 48-ე დღეა, შიმშილობს. მისი მდგომარეობა დამძიმებულია.

ნიკა მელიას ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button