მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ერთად ლექსოსთვის, არა ძალადობას-მედიის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ

“ერთად ლექსოსთვის, არა ძალადობას” – ამ ლოზუნგით მედიის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა სოლიდარობის ნიშნად კამერები და მიკროფონები ძირს დააწყვეს.

პარალელურად პარლამენტის წინ, მთავრობის გადადომის მოთხოვნით, მასშტაბური აქცია მიმდინარეობს.

დღეს, 11 ივლისს მედიამ ერთობლივი განცხადებით საელჩოებს მიმართა მყისიერი რეაგირება მოახდინოს 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ დევნასა და ხელისუფლების უმოქმედობაზე.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button