რეგიონისაქართველოსიახლეები
ერთი კოვზით ზიარება გრძელდება
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდის ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ მეუფემ მრევლს მიმართა:
“წმინდა გიორგი სნეულთა მკურნალია და მისი მფარველობით, ქართველი ერი და მსოფლიო ამ ურთულეს პერიოდს გადალახავს.”
წირვის დასრულების შემდეგ, მეუფე დისტანციურად მდგარ მრევლთან თავად მივიდა და ისინი ტრადიციულად, ერთი კოვზიდან აზიარა.
მრევლი საერთო კოვზით ეზიარა ბათუმის საკათედრო ტაძარშიც.
„ერთი კოვზით ზიარება ინფექციის გავრცელების წყარო ვერ იქნება“. – განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესპიკერმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.