,,ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერმა კანდიდტურა მოხსნა

თამაზ მეჭიაურმა მაჟორიტარული არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ დეპუტატმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„მე მოვხსენი ჩემი კანდიდატურა მაჟორიტარულ ოლქში და საარჩევნო კამპანიას ვაგრძელებ მხოლოდ პარტიული სიით, ასევე, მხარდაჭერას ვუცხადებ ჩვენი პარტიის მოქმედ მაჟორიტარობის კანდიდატებს,“ – წერს მეჭიაური.

მისი განმარტებით, მიუხედავად საგარეო კურსთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვებისა, მათი პარტია თანადგომას უცხადებს ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს და მზადაა დადგეს მის გვერდით ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში, მათ შორის დესტაბილიზაციის მცდელობისას.

თამაზ მეჭიაური,  არჩევნებში კენჭისყრას დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის მაჟორიტარულ ოლქში გეგმავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button