რეგიონი

ერთთვიანი პაუზის შემდეგ, თელავის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო შეწყვეტილი სააღმზრდელო პროცესი, ქალაქისა და სოფლების 28 საბავშვო ბაღში დაიწყო.

ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის, ია ლუარსაბიშვილის განმარტებით ბაღში აღსაზრდელების მესამედზე ნაკლები გამოცხადდა.

” მაღალი დასწრება არ არის, 845 ბავშვი გამოცხადდა დღეს. რეგულაციები ყველა ძალაშია, მხოლოდ თერმოსკრინინგის ჩატარების ვალდებულება მოიხსნა. ჩავატარეთ ტესტირება და ვისაც ვირუსი დაუფიქსირდა, ბუნებრივია, ის ვერ დაესწრება. ასევე დავამატეთ გახანგრძლივებული ჯგუფებიც და ბაღები 9-დან ექვს საათამდე იმუშავებენ”- განაცხადა ლუარსაბიშვილმა.

კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო, საბავშვო ბაღები თელავში თებერვლის დასაწყისში დაიკეტა და პროდუქტი ოჯახებს გადაეცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button