მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა

მიიღებს თუ არა უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.

დღეს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი დღეა – მიიღებს თუ არა, ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის წევრობის სტატუსს.

რეზოლუციის პროექტში, რომელიც კანონმდებლებმა უკვე მოამზადეს ისინი ევროსტრუქტურებს და წევრ ქვეყნებს მიმართავენ – მიენიჭოს უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

რეზოლუციის პროექტის განხილვა ბრიუსელში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცოტა ხანში დაიწყება. პროექტი საკმაოდ მოცულობითია და მასში 43 პუნქტია შესული. იქ დაწვრილებით არის აღწერილი, როგორ განვითარდა მოვლენები მას შემდეგ, რაც კრემლმა დონეცკსა და ლუგანსკს ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად მოაწერა აღიარებას ხელი.

რეზოლუციის პროექტში, რომელიც კანონმდებლებმა უკვე მოამზადეს ისინი ევროსტრუქტურებს და წევრ ქვეყნებს მიმართავენ – მიენიჭოს უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებას ევროპარლამენტარები უკიდურესი სერიოზულობით უნდა მიუდგნენ.

“ეს აჩვენებს, რომ ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ არსებულ ვითარებას, არის ომი, რომელიც დაიწყო ვლადიმერ პუტინისა და კრემლის მიერ შეთხზული სიცრუით და მიგვაჩნია, რომ ერთადერთი შესაძლო რეაქცია არის სიმტკიცე. არ იფიქროთ, რომ სისუსტემ შეიძლება იმუშაოს. აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა ვლადიმერ პუტინის განცხადება რუსული არმიის შემაკავებელი ძალების სპეციალურ მზადყოფნაში მოქცევის შესახებ. რუსეთის თავდასხმა უკრაინაში მიზნად ისახავს საერთაშორისო ტერორის დათესვას. ეს არის გეოპოლიტიკური ტერორიზმი. ევროკავშირს აქვს ნება მასიურად და კონკრეტულად დაუჭიროს მხარი უკრაინას, არა სიტყვებით, არა ლოზუნგებით, არა გამოსვლებით, არამედ სამხედრო აღჭურვილობით.” – აცხადებს შარლ მიშელი.

უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას მხარს ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და სლოვენიის პრეზიდენტები უჭერენ და ხელს აწერენ ღია წერილს.

დღეს არის გარდამტეხი მომენტი და მოგმართავთ, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და მოგვანიჭოთ უფლება ჩვენ – საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას, რომ გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს, წესებზე დაფუძნებული ერთობის ნაწილი – საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა და პარტია “საქართველოსთვის” დამფუძნებელმა, გიორგი გახარიამ, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერსა და კომიტეტის წევრებს წერილი გაუგზავნა.

წერილში გიორგი გახარიამ 2008 წლის აგვისტოს ომიც შეაფასა და დაწერს, რომ 2008 წელს საქართველო დაისაჯა ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანისთვის, დღეს ისჯება უკრაინა.

გთავაზობთ წერილის შინაარსს უცვლელი ფორმით:

წერილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერს და კომიტეტის წევრებს:

ძვირფასო ბატონო მაკალისტერ,

ძვირფასო ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებო:

მე დღეს მოგმართავთ თქვენ, როგორც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციური პარტიის ლიდერი და საქართველოს რიგითი მოქალაქე. ამ სიტყვების წერისას, მე განმსჭვალული ვარ უკრაინელი ხალხის და მისი ხელისუფლების მიმართ პატივისცემით. დღეს უკრაინა იცავს არა მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას და ღირსებას, არამედ ყველა ჩვენთაგანისას. ის იცავს წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს, სადაც თითოეულ ქვეყანას აქვს უფლებები, მათ შორის, უფლება პატივს სცემდნენ მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; უფლება თავად აირჩიოს ვისთან იყოს ალიანსში; უფლება იყოს თავისუფალი გარე ზეგავლენებისგან. უკრაინამ ჩვენ ყველას მოგვცა შესაძლებლობა, ვიმოქმედოთ ჩვენი ღირებულებების შესაბამისად და დავდგეთ ერთად იმის დასაცავად, რაც გვჯერა, რომ არის ყველასთვის კარგი.

დღეს არის გარდამტეხი მომენტი და მოგმართავთ, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და მოგვანიჭოთ უფლება ჩვენ – საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას, რომ გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს, წესებზე დაფუძნებული ერთობის ნაწილი; გაგვიხსნათ ევროპული პერსპექტივა და ბოლომდე მიიყვანოთ ევროპული დემოკრატიების გაერთიანების პროცესი. ჩვენ არ ვართ სრულყოფილები, მე ამ შემთხვევაში საქართველოზე ვსაუბრობ, თუმცა, ჩვენ ვიმსახურებთ შანსს გავხდეთ უკეთესები. ევროპარლამენტი ყოველთვის უჭერდა მხარს ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკას. დღეს, მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ კონკრეტული რეზოლუცია იქნება ძალიან დროული და მნიშვნელოვანი.

2008 წელს საქართველო დაისაჯა ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანისთვის, დღეს ისჯება უკრაინა. 2008 წლისგან განსხვავებით, დღეს მთელი მსოფლიო ერთად დადგა ბოროტების წინააღმდეგ. მაშინდელისგან განსხვავებით, დღეს მზარდია იმის გააზრება, რომ რუსეთი გამოწვევას უგზავნის ცივი ომის შემდგომ ჩამოყალიბებულ სრულიად უსაფრთხოების არქიტექტურას და შესაბამისად, საფრთხეს უქმნის ყველას და არა მხოლოდ უშუალო მეზობლებს. უკრაინელი ხალხის თავგანწირვა არის ჩვენთვის ყველასთვის შთაგონების წყარო. ჩვენ ვალდებულები ვართ გავიმარჯვოთ. ევროპისთვის ჭეშმარიტი გამარჯვება იქნება ჩვენი ქვეყნების დემოკრატიზაცია და ტრანსფორმაცია რუსეთის საზღვრებთან.” ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტის წევრი, პარტიის “საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკურის თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არის საქართველოს 2008 წლის ომის გაგრძელება.

“ყველაფერი ის რაც ხდება უკრაინაში არის 2008 წლის ომის გაგრძელება. ამიტომ, პრინციპულად მნიშვნელოვანია, ჩვენი მხრიდან დაყენებული იქნას პოლიტიკური მდგენელი. მივმართავთ ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები ჩვენს პარტნიორებთან,“-აცხადებს ანა ბუჩუკური.

რაც შეეხება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩიას. იგი მიიჩნევს, რომ შანსი მაშინ უნდა გამოიყენო, როცა ის გეძლევა და არ უნდა გადადო სამომავლო პერსპექტივაში.

“მომენტი არსებობს მაშინ, როცა ის ჩნდება და შენ მზად უნდა იყო, რომ ეს მომენტი გამოიყენონ. თუ ამ მომენტებს ვერ იყენებ და ელოდები 2024-ს თუ 2064 წელს ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება. იმიტომ, რომ ეს არ არის დამოკიდებული შენს საარჩევნო ციკლზე. ისევე, როგორც თავის დროზე იყო შემთხვევითობაზე დამოკიდებული, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოდ,”-აცხადებს იაგო ხვიჩია

მიიღებს თუ არა უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს – საკითხზე დილიდან განცხადებები კეთება თბილისშიც – ოპოზიციის ნაწილი მთავრობას მიმართავს, ოფიციალური თხოვნით მიმართონ ევროკავშირს, საქართველოს დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ახლა უნდ გამოიყენოს მმართველმა გუნდმა შანსი და დაუყოვნებლივ მიმართოს განცხადებით ევროპის კავშირს დაჩქარებული წესით ინტეგრაციაზე.

“უნდა დაევალოს საქართველოს მთავრობას ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის პროცედურების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ მიმართოს განცხადებით ევროპის კავშირს დაჩქარებული წესით ინტეგრაციაზე.

ისევე, როგორც ეს გააკეთა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ვინაიდან ეს არის ის მდგომარეობა, რაშიც ერთად ვართ ახლა უკრაინელ ხალხთან,”- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.

პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე კი ამბობს, რომ საქართველოს შესაძლებლობების ახალი ფანჯარა გაეხსნა.

“გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოს გაეხსნა შესაძლებლობების ფანჯარა, რომ დაჩქარდეს ჩვენი ინტეგრაცია ევროკავშირში. არსებობს ორი პეტიცია. ერთი, რომელიც ევროპის სტრუქტურებს მოუწოდებს, რომ დაიწყოს ამის განხილვა და მეორე პეტიცია, რომელიც გუშინ რამე შეიქმნა, რომ მოქალაქეებმა მოთხოვონ მთავრობას , რომ დაიწყოს და მიმართოს ოფიციალურად ევროპას,”- აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთება დაანონსებული აქვს 2024 წელს, თუმცა, თუ ამის გაკეთების საშუალება ექნებათ, ამას უფრო ადრე გააკეთებენ. მისივე თქმით, დასავლეთთან მეტად დაახლოებისთვის შესაბამისი მიმართულების კომიტეტები აქტიურად მუშაობენ, თუმცა საჯაროდ ყველა საკითხს ვერ დააფიქსირებენ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ დააგვიანდა. მათ ვერ გაბედეს და ვერ შეძლეს ის, რაც შეძლო „ქართული ოცნების“ გუნდმა. ჩვენ კონსტიტუციის დონეზე განვამტკიცეთ ევროპული და ევროატლანტიკური კურსი. ასევე, ოფიციალურად გვაქვს დაანონსებული, რომ 2024 წელს გავაკეთებთ განაცხადს, თუმცა, თუ ამის შესაძლებლობა მოგვეცემა, ბევრად ადრე, ჩვენ ინტენსიურად ვმართავთ მოლაპარაკებებს ყველა მიმართულებით. შესაძლოა, ყველა საკითხი საჯაროდ, ღიად ისე ვერ დაფიქსირდეს, როგორც თქვენ ამის ინტერესი შესაძლოა გქონდეთ, თუმცა, ჩვენ 24-საათიან რეჟიმში მუდმივად, შესაბამისი მიმართულების კომიტეტების თავმჯდომარეები, პარლამენტის წევრები მუშაობენ კიდევ უფრო მეტ დაახლოებაზე, ამიტომ როგორც კი ამის შესაძლებლობა გვექნება და გვექნება ამის შესაძლებლობა ხვალ? – გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავახლოვდეთ კიდევ უფრო მეტად, გვექნება ზეგ? – გაკეთდება ეს,“ – განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ პარლამენტს სპეციალური დადგენილების მიღებას სთავაზობს

შეგახსნენებთ, რომ 28 თებერვალს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა ევროკავშირს, უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით სპეციალური პროცედურები დაიწყოს. მისი თქმით, უკრაინელები ევროკავშირში გაწევრიანებას იმსახურებენ.

გარდა ამისა თანამდებობა დატოვა მოსკოვის საერთაშორისო აეროპორტის, „შერემეტიევოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრ პონომარენკომ. ის ერთ-ერთია 26 პირს შორის, რომლებსაც ევროკავშირმა პერსონალური სანქციები დაუწესა უკრაინაში რუსეთის თავდასხმის გამო.

რუსული სააგენტოები ავრცელებენ პონომარენკოს ოფიციალურ განცხადებას იმის შესახებ, რომ შექმნილი გარემოებების გამო, საჭიროდ მიიჩნია “შერემეტიევოს” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებაზე უარის თქმა. ალექსანდრ პონომარენკო ამ თანამდებობას იკავებდა 2016 წლის ივნისიდან. ის “შერემეტიევო-ჰოლდინგის” 65.99%-ის მფლობელია.უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო, ევროკავშირმა პერსონალური სანქციები დაუწესა რუსეთის ხელისუფლების, ბიზნესის და მედიის 26 წარმომადგენელს. 28 თებერვლიდან ისინი ვეღარ შევლენ ევროკავშირის ტერიტორიაზე. გაყინულია ევროპაში მათი აქტივებიც.

რუსული პროპაგანდისტული მედიიდან „შავ სიაში“ მოხვდნენ ტელეკომპანიების, „ენტევეს“, „როსია 1“-ის და RT-ს და სააგენტო „რეგნუმის“ რედაქტორები და ტელეწამყვანები არკადი მამონტოვი, ტიგრან კეოსაიანი, ოლგა სკაბეევა, მოდესტ კოლეროვი, რომან ბაბაიანი და ანტონ კრასოვსკი.

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა, მათ შორის მსხვილი ბანკების და ნავთობკომპანიების ხელმძღვანელებს იგორ სეჩინს, გენადი ტიმჩენკოს, ნიკოლაი ტოკარევს, ალიშერ უსმანოვს, ალექსეი მორდაშოვს, ალექსანდრ პონომარენკოს, პიოტრ ავენს, მიხაილ ფრიდმანს და პიოტრ ფრადკოვს.

პერსონალური სანქციები ამოქმედდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის მოადგილის, სერგეი პინჩუკის, სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილეების, ალექსეი ავდეევის და რუსტამ მურადოვის და ამავე ოლქის მე-8 გვარდიის მეთაურის, ანდრეი სიჩოვის წინააღმდეგ.

რუსეთის ხელისუფლებიდან „შავ სიაში“ არიან: პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი, ვიცე-პრემიერი დმიტრი ჩერნიშენკო, მშენებლობის და ტრანსპორტის მინისტრები ირეკ ფაიზულინი და ვიტალი საველიევი და ფედერაციის საბჭოს პირველი ვიცე-სპიკერი ანდრეი ტურჩაკი.
24 თებერვალს, ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსეთის საბანკო, ენერგეტიკის და სხვა სფეროების წინააღმდეგ. უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედეს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.

რუსეთის ეკონომიკური და საფინანსო სისტემის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, რუსული კომპანიები მილიარდობით დოლარს კარგავენ. გაუფასურდა რუსული რუბლი.

მსგავსი პოსტები

Back to top button