მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ერვოპარლამენტარები ღარიბაშვილისგან რეალურ გეგმას ელოდებიან

ამ წუთებში ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების მე-6 სხდომა იწყება. ევროპარლამენტარებს იმედი აქვთ, რომ ბრიუსელში დაგეგმილი დღევანდელი შეხვედრები პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს დაარწმუნებს, რომ დროის ლიმიტი აქვს და მისგან რეალურ გეგმას ელოდებიან.

“მუდმივად გვესმის მოლაპარაკებების შესახებ, იყო მედიაციის მცდელობა ბატონი დანიელსონის მხრიდან, ვიცი, რომ ის ამ დრომდე თბილისში იმყოფება და იმედი მაქვს, რომ შედეგს მოიტანს, მაგრამ ჯერჯერობით არ გვინახავს რაიმე ვალდებულება მმართველი გუნდის მხრიდან. ვფიქრობ, რომ ინიციატივა სწორედ მმართველმა პარტიამ უნდა აჩვენოს. ველი რომ დღევანდელი შეხვედრები ბრიუსელში დაარწმუნებს პრემიერ ღარიბაშვილს, რომ დროის გარკვეული ლიმიტი აქვს და ჩვენ რეალურ გეგმას ველოდებით.

ხანდახან მგონია, რომ სათანადოდ ვერ ვაფასებთ შეთანხმებებს, რომელსაც ჰქვია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება და ასოცირების ხელშეკრულება. ეს შეთანხმებები არის საგზაო რუკა, ვიტყვი, რომ არაფერი მოხდება, თუ ეს შეთანხმებები არ შესრულდება. ისინი მართლაც ყოვლისმომცველია და არის შეთანხმებული დოკუმენტები. საქართველომ გამოხატა თავისი ნება, რომ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, ამიტომ ასოცირების შეთანხმება არსებითია. ამ ეტაპს ვერ გადაახტებით და ისე ვერ მოითხოვთ წევრობას”, – ამბობს ევროპარლამენტარი, პეტრას ავსტრევიჩუსი.

შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

მანამდე ისინი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე შეხვდებიან ერთმანეთს.

ევროკავშირი საქართველოს პოლიტიკურ ძალებს “ფართო ერთიანობისა და დიალოგისკენ” მოუწოდებს
ბრიუსელში ვიზიტის პირველ დღეს, 15 მარტს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ორჯერ შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომლის ინიციატივით და პირადი მონაწილეობით 1 მარტს თბილისში გაიმართა ხელსუფლების და ოპოზიციის შეხვედრა საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.

შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოწოდებულია გამოსავლის მოსაძებნად, „მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე“.

შეგახსენებთ,12 მარტიდან, მხარეებს შორის მედიაციას აგრძელებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი.

ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების კონკრეტულ დეტალებზე მხარეები საჯაროდ არ ლაპარაკობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button