მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი სწავლების ჰიბრიდულ ფორმაზე გადავიდა

2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შერეული ფორმატით დაასრულებენ. გადაწყვეტილება უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ სასწავლებლის ფაკულტეტების საბჭოებზე დაყრდნობით მიიღო.

უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო კახაშვილის განმარტებით, მანამდე, ფაკულტეტებმა სტუდენტების მოსაზრებებიც გამოიკითხეს.

” 1 მარტიდან სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში განახლდა. 15- დან უკვე შეგვეძლო გადაწყვეტილების მიღება, სწავლების ფორმის შესახებ. უპირველესად, გამოვიკითხეთ სტუდენტების აზრი. გავითვალისწინეთ ისიც, რომ ბევრ სტუდენტს უწევს სოფლიდან ჩამოსვლა და ხალხმრავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება. ამიტომ მათი უსაფრთხოებისათვის გადაწყდა, რომ ლექცია-სემინარები ჩატარდება ონლაინ ფორმატში, ხოლო ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოები საუნივერსიტეტო სივრცეში წარიმართება.
ყველა რეგულაციის დაცვით იმუშავებს ბიბლიოთეკაც”- განაცხადა კახაშვილმა, რადიო ჰერეთთან.

იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სწავლების ონლაინ ფორმატზე გადასვლა, კორონა ვირუსის პანდემიის გამო, რამდენჯერმე მოუწია.

მთავრობის მიერ დაწესებული რეგილაციების თანახმად, ის პედაგოგები, რომლებიც ლაბორატორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ადგილზე ატარებენ, ორ კვირაში ერთხელ, უფასო ტესტირებას, სახელმწიფო დაფინანსებით ჩაიტარებენ

მსგავსი პოსტები

Back to top button