მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ნათია თურნავა მისი გადადგომის მოთხოვნას ეხმაურება

ნათია თურნავა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე მისი გადადგომის მოთხოვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოძრაობა სულ უფრო რადიკალური ხდება. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციაზე უკვე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა

„აქციაზე გაისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს ეკოლოგიასთან, პროექტთან დაკავშირებულ საკითხებთან. რასაკვირველია, ჩვენთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენა

რაც შეეხება გადადგომას ან დანიშვნას, ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს მთავრობის წევრის გადაყენება ან დანიშვნა, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და არა რომელიმე აქტივისტის მიერ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეთავაზებები და გადაწყვეტილებები მივაწოდეთ მოსახლეობასაც და ექსპერტებსაც“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, საუბარია შეთავაზებების ოთხპუნქტიან გეგმაზე, რომელიც გულისხმობს არსებული კვლევების გადახედვას და გადახედვამდე კაშხლის მშენებლობის გადაწევას, ასევე ხეობის განვითარების ფონდის შექმნას, მეტ ჩართულობას როგორც ამ ფონდის მართვის, ისე მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში.

შეგახსენებთ, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია ქუთაისში 14 მარტს გაიმართა, სადაც ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურანავს გადადგომაც მოითხოვეს.

ადგილობრივი მოსახლეობა ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე ოთხი თვეა აპროტესტებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button