ეკონომიკაკრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ტექნოპარკი გაქურდეს

გურჯაანში ინოვაციების ცენტრი გაქურდეს. რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ტექნოპარკიდან ათამდე კომპიუტერია წაღებული და ქურდობის ფაქტზე, დაწესებულების თანამშრომელია დაკავებული.

ტექნოპარკის დირექტორი, ეკა ცისკარაშვილი, ქურდობის ფაქტს ადასტურებს, თუმცა შემთხვევის თარიღსა და თანამშრომლის დაკავებაზე, საუბარი არ სურს.

“გამოძიების ინტერესი რომ არ დავაზიანო, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ყველა საქმის კურსშია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სხვა განმარტების გაკეთება არ შემიძლია”- განაცხადა ჰერეთთან ცისკარშვილმა.

მომხდარ ფაქტზე, ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გურჯაანის ტექნო -პარკი, 2020 წლის 29 ოქტომბერს საზეიმო ვითარებაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გახსნა.

პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მის მოსაწყობად, 2, 4 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ტექნოპარკი ფიზიკური სივრცეა, სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები და წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესების განვითარებისთვის.

გურჯაანის ტექნოპარკი, საქართველოში რიგით მეექვსე ინოვაციური ცენტრია.

მსგავსი პოსტები

Back to top button