რეგიონი

“ეს 2008 წელს საქართველოში განხორცილებული მოვლენების ფაქტობრივი გამეორებაა”-შამუგია

“ეს 2008 წელს საქართველოში განხორცილებული მოვლენების ფაქტობრივი გამეორებაა”- ასე გამოეხმაურა
საქართველოს მთავრობის წევრი, რუსეთის მიერ, დონეცკის და ლუგანსკის აღიარებას.

განცხადება ცოტა ხნის წინ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გააკეთა

მისიტრის განმარტებით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

” ეს ძალიან სამწუხარო ფაქტი და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა. შემიძლია ვთქვა, რომ ეს 2008 წელს საქართველოში განხორცილებული მოვლენების ფაქტობრივი გამეორებაა. ჩვენ მტკიცედ ვვუჭერთ მხარს, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს და საერთშორისო თანამეგობრობასთან ერთად მაქსიმალურად ვიზრუნებთ იმაზე, რომ შენარჩუნებული იყოს, მშვიდობიანი პროცესი. ჩვენი მხარდაჭერა გამოხატულია პარლამენტის რეზოლუციით, შესაბამისი განცხადებებით. ჩვენ ყველა დონეზე ვაფიქსირებთ მხარდაჭერას, ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ -განაცხადა შამუგიამ.

მისისტრი, ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან ერთად, დღეს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button