რეგიონი

ზუგდიდში საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო

ზუგდიდში საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო.
საკრებულოს სხდომას “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არ ესწრებოდნენ “ენმ”-ის ორი დეპუტატი, რომელსაც კოვიდის

სიმპტომები აქვთ თვითიზოლაციაში არიან გადასული და ამ დროისთვის PCR ტესტის პასუხებს ელოდებიან. შესაბამისად, სხდომაზე არ მისულა არც მათთან კონტაქტში მყოფი საკრებულოს 8 დეპუტატი ენმ-დან.

ცნობისთვის, ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შემდეგ დღეს პირველი სხდომა უნდა გამართულიყო, რომელზეც დეპუტატებს თავმჯდომარის მოადგილეები უნდა აერჩიათ.

საკრებულოს მორიგი სხდომა ერთ კვირაში გაიმართება.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის  თეა შონიას  ჩართვას ახალ ამბებში:

მსგავსი პოსტები

Back to top button