მნიშვნელოვანი

„ეს არ არის მხოლოდ პრეზიდენტის ვეტო, ეს არის სამოქალაქო საზოგადოების და მედიის ვეტოც“

 

ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს“ პროექტების მენეჯერის, ხატია ჯინჯიხაძის განცხადებით, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანმა ცვლილებებმა სამოქალაქო საზოგადოება და მედია გააერთიანა. როგორც ხატია ჯინჯიხაძემ თოქ შოუ ,,აქტიურ დროში“ საუბრისას აღნიშნა, ერთიანი პოზიციითა და არგუმენტებით, მათ შეძლეს დაერწმუნებინათ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, რომ კანონპროექტისთვის მხარი არ დაეჭირათ, თუმცა, ვერ დაარწმუნეს პარლამენტის თავმჯდომარე. ხატია ჯინჯიხაძის თქმით, სწორედ ირალი კობახიძის პოზიცია იქნება საპარლამენტო უმრავლესობისთვის გადამწყვეტი ფაქტორი, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცესში.

პარლამენტში საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მიღებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა დღევანდელ პლენარულ სხდომაზეა დაგეგმილი.

მოისმინეთ, ხატია ჯინჯიხაძის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button