მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

“ეს არის დაცინვა თავად კონსტიტუციონალიზმისადმი”

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე თბილისის მერიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, დღეს თბილისის ანძა თურქმენეთის დროშის ფერებში განათდება.

“აბა თუ იცით, რა არის ის ეროვნული დღესასწაული, რომელსაც თურქმენეთი ზეიმობს და თბილისის მერიის გადაწყვეტილებით საქართველოც უნდა შევუერთდეთ?

“თურქმენეთი, რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან ერთად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე არადემოკრატიული სახელმწიფოა, თურმე “კონსტიტუციის და დროშის დღეს” აღნიშნავს. ოღონდ არა 17, არამედ 18 მაისს. შესაბამისად, სამყაროსთვის ეს იმოდენა მასშტაბის და მნიშვნელობის დღედ მიიჩნია ბატონმა კალაძემ, რომ წინა დღით ვიწყებთ მის აღნიშვნას, ჩვენი დემოკრატიით გაოცებულმა რომელიმე ევროპულმა ქვეყანამ რომ არ დაგვასწროს.

“ეს არის დაცინვა თავად კონსტიტუციონალიზმისადმი, დემოკრატიისადმი, ადამიანის უფლებებისადმი, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და ზოგადად, დასავლური ღირებულებებისადმი.” – წერს გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს, 17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button