“ეს არის ვარაუდი ვარაუდი” – ხიდაშელი ბათირაშვილის შესაძლო ლიკვიდაციაზე

“ჩვენ ზუსტად ისევე ველოდებით საბოლოო პასუხს, როგორც საზოგადოება”, – ასეთი კომენტარი გააკეთა თავდაცვის მინისტრმა თარხან ბათირაშვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას.

როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს და მინისტრს მიუვიდა ინფორმაცია თარხან ბათირაშვილის სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ, თუმცა ამ დრომდე ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.

“ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერის, პანკისელი ტერორისტის, ომარ ალ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილი შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ კომენტარი პენტაგონშიც გაკეთდა.

დასავლური მედიის ინფორმაციით, პენტაგონის ვარაუდობს, რომ ბათირაშვილი შესაძლოა აშშ-ს მიერ სირიაში პარასკევს განხორციელებულ ავიაიერიშს ემსხვერპლა, თუმცა მისი ლიკვიდაციის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს და პენტაგონი ინციდენტის დეტალებს იკვლევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button