მნიშვნელოვანი

,,ეს იყო უპასუხისმგებლო ადამიანის ბრიფინგი“ – რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისგან გულწრფელ ბოდიშის მოხდას ელოდა და როდესაც მისი ბრიფინგი მოისმინა, გაოცებული დარჩა.

,,იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტს გულწრფელი ბოდიში მოეხადა საზოგადოებისთვის და მოქალაქეებში დაგროვილი კითხვებისთვის გაეცა პასუხი, ის გადაბრალების და თავის მართლების რეჟიმში გამოვიდა. ეს იყო უპასუხისმგებლო ადამიანის ბრიფინგი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა რადიო ,,თბილისის“ ეთერში და აღნიშნა, რომ პასხუსისმგებლობის სხვებზე გადაბარებით, პრეზიდენტმა ,,ამ დანაშაულის გაგრძელება და გამართლება“ მოახდინა.

მოიმინეთ რატი იონათამიშვილის ხმა.

 

შეგახსენებთ, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ვეფხია ბაქრაძე 25 წლის გერის, თამარ გამრეკელაშვილის სასტიკ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. დანაშაული 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოხდა.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button