მნიშვნელოვანი

“პატიმრის შეწყალებაზე აპელირება არ არის სწორი” – კონსტიტუციის 42-ე მუხლი

კონსტიტუციის 42-ე მუხლის თავმჯდომარე არჩილ ჩოფიკაშვილი მიიჩნევს, რომ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილის შეწყალების მართებულობაზე მსჯელობა მეორეხარისხოვანია და საზოგადოების ძალისხმევა ოჯახში ძალადობრივი დანაშაულის მიზეზების ძიებისკენ უნდა იყოს მიმართული.

,,ციხეში სამუდამოდ ხომ არ ჩასვამ მსუბუქი დანაშაულისთვის ადამიანს? ამიტომ ამაზე აპელირება არ არის სწორი“, – განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა და აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებაც უნდა მოხდეს, დღეის მდგომარეობით, პატიმრობაში იქნებოდა თუ არა ვეფხია ბაქრაძე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა.

მოისმინეთ არჩილ ჩოფიკაშვილის ხმა.

25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ვეფხია ბაქრაძის მიმართ, გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დღეს საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button