მსოფლიოსიახლეები

“ეს ქვეყანა პროტესტის ნიშნად შეიქმნა”

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, მომიტინგეებს, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეა აქციას მართავენ, სიტყით მიმართა.

“გახსოვდეთ, რომ ეს ქვეყანა პროტესტის ნიშნად შეიქმნა, – მას ამერიკული რევოლუცია ეწოდება.” – განაცხადა ობამამ.

“ამ ქვეყანაში წინსვლის ყველა ნაბიჯი, თავისუფლების გაფართოება, ჩვენი ღრმა იდეალების ყოველი გამოხატულება მიღწეული იქნა იმ ძალისხმევით, რომლებმაც სტატუს კვო არასასიამოვნო გახადეს.” – თქვა ობამამ.

მანვე დაამატა, რომ “უნდა ვიყოთ მადლიერი იმ ხალხის გამო, ვისაც სურს მშვიდობიანი, მოწესრიგებული ქვეყანა”.

გარდა ამისა, ობამამ შეერთებულ შტატებში ყველა მერს მოუწოდა, გადახედოს ძალის გამოყენების პოლიტიკას და აგრესიულად გაატაროს პოლიციის რეფორმები.

ცნობისთვის, ჯორჯ ფლოიდი, 46 წლის აფროამერიკელი, წინა ორშაბათს მინეაპოლისში პოლიციის მიერ დაკავების დროს მოკლეს. საქმეში მონაწილე პოლიციელებს ფლოიდის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს. მათი განაჩენი ორშაბათს სასამართლოში უნდა გამოცხადდეს.

კადრებში, რომლებიც ინტერნეტში ვრცელდება, ჩანს, რომ პოლიციელი დერეკ შოვინი, რამდენიმე წუთის განმავლობაში, ფლოიდს კისერზე მუხლს ადებს. ფლოიდი არაერთხელ ამბობს, რომ მას სუნთქვა არ შეუძლია. აღნიშნულმა ფაქტმა აშშ-ს 30-ზე მეტ ქვეყანასა და ევროპის ქვეყნებში რასიზმის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტი გაააქტიურა. აქციის მონაწილეები სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button