“ეს შენ გეხება” სასამართლოში 300-მდე სარჩელს წარადგენს

ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით კამპანია ეს შენ გეხება, სამასამდე სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგენს.
სამქოალაქო სექტორი იმ მუხლების მოქმედების შეჩერებას ითხოვს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მობილური ოპერატორების სერვერებთან პირდაპირი წვდომის უფლებას აძლევს.
მოსმენების კანონთან დაკავშირებით საკოსნტიტუციო სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტიც. გიორგი მარგველაშვილი კამპანიას ეს შენ გეხება მხარს ამ ფორმით დაუჭერს.