ეს უკვე არის ულტიმატუმი საქართველოს და არა ხელისუფლების წინააღმდეგ-ქადაგიშვილი
ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას უწოდებს “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეთა ულტიმატუმს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშილი
„ვინც ქვეყანას გაჩერებით ემუქრება, ჯერ გვაჩვენონ, რა შექმნეს ამ ქვეყნისთვის 10 ლარის ღირებულების მაინც და რომელი ერთი ლარი შეიტანეს ბიუჯეტში. ეს უკვე არის ულტიმატუმი საქართველოს და არა ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენს ქვეყანას ენერგეტიკა, ინვესტიციები სჭირდება“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
შეგახსენებთ, ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ხელიუსფელბას ვადა 24 მაისის 12 საათამდე მისცეს. ისინი ითხოვენ კომპანია “ენკამ” დატოვოს რიონის ხეობა,ასევე გადადგეს ეკონომიკის მინისტრი.
მოთხოვების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები უკვე დედაქალაქის პიკეტირებით იმუქრებიან