მსოფლიოსიახლეები

ესპანეთი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას გეგმავს

ესპანეთის ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას კიდევ ერთი თვით, ივნისის ბოლომდე, გეგმავს. – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა.

„ეს ერთადერთი შესაძლო ნაბიჯია.“ – აღნიშნა სანჩესმა პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ის პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის დაახლოებით ერთი თვით გახანგრძლივების მოთხოვნით მიმართავს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებას ესპანეთის მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქციებით უპასუხა. ასობით ადამიანი ქუჩებში ქვაბებითა და ტაფებით ხელში გამოვიდა, მთავრობის ანტიკრიზისული მოქმედებები და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება გააპროტესტა და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვა.

ცნობისათვის, ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 14 მარტს გამოცხადდა. worldmeters.info-ს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ით 27 563 ადამიანია დაღუპული, ვირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი, 276 505-ს აღწევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button