სპორტი
ესპანეთის ნაკრებში განგაშია

ევტოპის ჩემპიონატის დაწყებამდე 4 დღით ადრე, ესპანეთის ნაკრების კაპიტანს, სერხიო ბუსკეტსს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით,საკონტინენტო პირველობის პირველ მატჩამდე 7 დღით ადრე “ფურია როხა” კაპიტნის გარეშე დარჩა.
ჯანდაცვის სამინისტროს და უეფა_ს რეკომენდაციების თანახმად, ბუსკეტსი იზოლაციაში გადავიდა. საგულისხმოა,რომ მასთან კონტაქტში მყოდ თანაგუნდელებს ინფექცია არ დაუდასტურდათ.
აღსანიშნავია, რომ კაპიტანი ევროპის ჩემპიონატის სტარტს ნამდვილად გამოტოვებს. ის ასევე ვერ დაეხმარება ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურ მატჩში,რომელიც 8 ივნისს ლიეტუას წინააღმდეგ უნდა გაიმართოს