ესპანეთში ავტორალის დროს 6 ადამიანი დაიღუპა

ავტორალის დროს მომხდარი ავარიის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, 15 დაშავდა, – გადმოსცემს ესპანური სააგენტო EFE.
Peugeot 206 XS-ის მძღოლმა, დიდ სიჩქარეზე, მართვა დაკარგა და მაყურებელთა ჯგუფს შეეჯახა.
ინციდენტი, ქალაქ ლა-კორუნიაში, რალში შეჯიბრის დროს მოხდა. 2 მამაკაცი და 4 ქალი დაიღუპნენ, მათ რიცხვში, ერთი ქალი მეცხრე თვეზე ორსულად იყო. დაშავებულთა შორის 4 ბავშვია.
ავტომობილში 2 ადამიანი იმყოფებოდა – მძღოლი და მეორე პილოტი. ისინი არ დაშავებულან.
ლა-კორუნიას მერმა – ხულიო ფერეირომ საკუთარ Twitter-ში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.