ფშავ-ხევსურეთში დაცული ტერიტორიები იქმნება

ფშავ-ხევსურეთში დაცული ტერიტორიები იქმნება.

გარემოს დაცვის მინისტრმა შატილსა და მუცოში ის ტერიტორიები დაათვალიერა, სადაც ადმინისტრაციული შენობა და ვიზიტორთა ცენტრი აშენდება.

საინფორმაციო ცენტრი ამოქმედდება სოფელ როშკაში, სადაც ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიის ტურისტული სერვისებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია მიიღონ.

პროექტი გერმანიის მთავრობისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მშენებლობა 2016 წელს დასრულდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button