მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. „კომენდანტის საათი“ დაწესდა

ესპანეთში, კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, საყოველთაო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ღამის ე.წ. „კომენდანტის საათი“ დაწესდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ე.წ. „კომენდანტის საათი“ ყოველ დღე, 23:00-დან 06:00 საათამდე, იმოქმედებს.

სანჩესის განმარტებით, ახალი წესები ძალაში კვირას, 15 დღის ვადით შევიდა, თუმცა ის აპირებს, პარლამენტს მათი 6 თვით გახანგრძლივების თხოვნით მიმართოს.

BBC-ი წერს, რომ არ არის გამორიცხული, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ესპანეთის სხვადასხვა რეგიონს შორის მიმოსვლაც აკრძალონ.

ცნობისათვის ესპანეთი კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის. რამდენიმე დღის წინ ესპანეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, სადაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა. ვირუსს ქვეყანაში 35 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button