მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ესტონეთის პრემიერმინისტრმა თანამდებობა დატოვა

ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა თანამდებობა დატოვა. მანამდე ის ევროკავშირში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციაზე დაასახელეს.
როგორც ესტონური მედია წერს, მან გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადებით ქვეყნის პრეზიდენტს მიმართა.
კალასმა, ესტონეთის პირველმა პრემიერმინისტრმა ქალმა, ოფიციალურად გადადგომის შესახებ პრეზიდენტ ალარ კარისს ორშაბათს აცნობა პრეზიდენტმა მისი მოთხოვნა უკვე დააკმაყოფილა. ის პოსტს 2021 წლიდან იკავებდა.

ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ის დარჩება მოვალეობის შემსრულებლად, სანამ ახალი კოალიცია არ შეიქმნება.

კალასის პარტია ახალ ლიდერს 8 სექტემბერს აირჩევს. ახალ პრემიერად კლიმატის მინისტრი – კრისტენ მიხალი განიხილება. რეფორმის პარტია მოლაპარაკებებს აწარმოებს მინისტრთა კაბინეტის კონფიგურაციის საკითხე მის კოალიციურ პარტნიორებთან – “ლიბერალური ესტონეთი 200-სთან” და სოციალ-დემოკრატებთან.

ის მთავრობის მეთაურად ახალი კოალიციის შექმნამდე არ დარჩება.

კალასი პოსტს 2021 წლიდან იკავებს. ის ზედიზედ სამ მთავრობას ხელმძღვანელობდა. მომდევნო დღეებში ის რეფორმების პარტიის თავმჯდომარის პოსტიდანაც გადადგება.

მსგავსი პოსტები

Back to top button