მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დადგნენ

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის მიერ გაცემული შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხურავს თუმცა გამონაკლისები დაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.

როგორც ურმას რეინსალუ აცხადებს, გადაწყვეტილება ძალაში ერთ კვირაში შევა. მისივე თქმით, შეზღუდვა შეეხება რუსეთის იმ მოქალაქეებსაც, ვისაც ესტონეთის მიერ გაცემული შენგენის ვიზა აქვთ.

“ერთი კვირის შემდეგ, ესტონეთის მიერ გაცემულ შენგენის ვიზებზე სანქცია გავრცელდება. შეზღუდვები დაწესდება [რუსეთიდან] ვიზის მფლობელებზე, მათ ესტონეთში შესვლა აეკრძალებათ.”- განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ.
მისივე განცხადებით, გამონაკლისი დაშვებული იქნება მხოლოდ რუსეთის საელჩოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახებისთვის, ასევე იმ პირებისთვის, ვინც უშუალოდ არის ჩართული პროდუქციის გადატანასა და მგზავრთა გადაზიდვაში. ასევე, იმ პირებისთვის, ვისაც აქვთ უფლება თავისუფლად გადაადგილდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე და ვისი ჩასვლაც ესტონეთში ჰუმანიტარული მიზეზებით არის აუცილებელია ან ისინი მიემგზავრებიან ესტონეთში მცხოვრებ ნათესავთან ან მათთან ვისაც აქვთ ესტონეთში გრძელვადიანად ბინადრობის უფლება.

რეინსალუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეზღუდვები არ შეეხება ესტონეთში დაბადებულ ან მუდმივად მცხოვრებ პირებს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა მხარი დაუჭირა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნას, აეკრძალათ რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში ტურისტული ვიზების გაცემა.

ესტონეთის მსგავსად ევროკომისიაში აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა და ცალკეულ სახელმწიფოს შეუძლია საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ანიტა ჰიპერმა განაცხადა.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო, გაუმართლებელი აგრესიის გამო, პირველ რიგში, უკრაინა, მაგრამ ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნები დადგნენ უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე. ჩვენ უკვე შევიმუშავეთ დეტალური რეკომენდაციები წევრი ქვეყნებისადმი „რუსეთთან ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის ნაწილობრივი შეზღუდვის შესახებ“ გადაწყვეტილების გამოყენების შესახებ. წევრი სახელმწიფოს კომპეტენციაშია, განიხილოს თითოეული განაცხადი და უარი თქვას საზოგადოებრივი წესრიგის, ან შიდა უსაფრთხოების საფუძველზე“, – განაცხადა ჰიპერმა კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა ევროკომისია რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეწყვეტას.

ამასთან, ევროკომისიის წარმომადგენელმა კიდევ ერთი პრობლემის შესახებ ისაუბრა.
ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, რუსეთის უკანონო, გაუმართლებელი აგრესიის გამო უკრაინის წინააღმდეგ, უპირველეს ყოვლისა, უკრაინა, მაგრამ ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნები უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დადგნენ.

„ეს არის ის ფაქტი, რომ ბევრი საკონსულოს მუშაკი გააძევეს რუსეთიდან, რაც კიდევ უფრო ართულებს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო განაცხადების განხილვის პროცესს”, – განაცხადა ჰიპერმა, თუმცა, მისი თქმით, ევროკავშირის დონეზე მიმდინარეობს დისკუსიები წევრ ქვეყნებთან კოორდინაციის უზრუნველსაყოფად.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის დონეზე მიმდინარეობს დისკუსიები წევრ ქვეყნებთან კოორდინაციის უზრუნველსაყოფად.

ამასთან, ევროკომისიის წარმომადგენელმა დასძინა, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ საერთაშორისო ვალდებულებები და უზრუნველყონ, რომ ყოველთვის იყოს ადამიანთა კატეგორია, რომლებზეც ვიზები გაიცემა ნებისმიერ შემთხვევაში: ჰუმანიტარული მიზეზების გამო, ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის წევრებისთვის, ჟურნალისტებისთვის, ან დისიდენტებისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button