ესტონეთში მოცურავეებმა თითები დაკარგეს
ესტონეთის ქალაქ ტარტუში, Aura Open Cup-ის შეჯიბრზე, ორ მოცურავეს ხელის თითები მოეკვეთა, – წერს გაზეთი Tartu Postimees.
ესტონეთის ნაკრების წევრი, სანდერ პაავო, 50 მეტრზე ბრასით ცურვის წინ, მეორე ტრამპლინიდან გადმოხტა. წყალში სპორტსმენმა, რომელიც უკვე 11 წელია რაც ცურავს, დაინახა, რომ მარჯვენა ხელის შუა თითი მოეკვეთა და კანის წვრილ ზოლზე კიდია.
როგორც სპორტსმენის მამა აცხადებს, მისი შვილი ნახტომის წინ ისე იქცეოდა, როგორც ყოველთვის – ტრამპლინის კიდეს თითებით ეჭიდებოდა.
მეორე დღეს მსგავსი ინციდენტი იმავე საწყალოსნო კომპლექსში რობერტ როოზეს შეემთხვა, რომელიც მესამე ტრამპლინიდან გადმოხტა. სპორტსმენმა გონი დაკარგა და მისი სასწრაფო ჰოსპიტალიზება განხორციელდა.
გამორიცხული არაა, რომ ტრამპლინები გაუმართავი იყო და სპორტსმენებს მათ ღრეჩოებში თითები ეჭედებოდათ.
უბედური შემთხვევების შემდეგ ტრამპლინები შეამოწმეს და შეჯიბრი განაახლეს. ორგანიზატორების თქმით, მსგავსი ინციდენტების პრევენციისთვის მოკვლევა ჩატარდება და შედეგები პრესაში გამოქვეყნდება.