მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.

50 წლის ქალს ვირუსი დედისგან გადაედო, რომელიც არსებული ინფორმაციით, ე.წ. ოქროს ბირჟაზე მუშაობდა.

როგორც სკოლის დირექტორი ელისო ჯიბლაძე განმარტავს, პედაგოგს სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან შეხება არ ჰქონია. ის ბოლო კვირების განმავლობაში სკოლაში არ დადიოდა და თვითიზოლაციაში იყო. პარალელურად, შემოწმდა რამდენიმე მასწავლებელი, ყველას პასუხი უარყოფითია.

რაც შეეხება სწავლის პროცესს, დირექტორის თქმით, სწავლის გადადება არ იგეგმება და 1-ელ ოქტომბერს დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button