
საბერძნეთის ოფიციალურმა ელადის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება აღდგომის სადღესასწაულო ღონისძიებების გადატანის შესახებ.
დღესასწაულთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება, მთ შორის ღვთისმსახურება, ერთი თვით გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია ეკლესიის საიტზე გავრცელდა.
ელადის ეკლესია საბერძნეთის კონსტიტუციაში ჩაწერილია, როგორც გაბატონებული ეკლესია, მაგრამ ქვეყანაში რწმენის თავისუფლება მოქმედებს. თუმცა, რამდენიმე მართლმადიდებელი სასულიერო პირი დააპატიმრეს, როცა მათ, მიუხედავად ხელისუფლების მიერ გამოცემული აკრძალვისა, ღვთისმსახურების ჩატარება სცადეს. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საბერძნეთის ხელისუფლებამ ტაძრები დახურა.
აღდგომისწინა ვნების კვირა და თავად აღდგომა წელს საკარანტინო პერიოდს ემთხვევა, – ნათქვამია სინოდის უწყებაში. მღვდელმთავრებმა მრევლს მოუწოდეს, უპრეცედენტო ვითარების გამო, შინ ილოცონ.