მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

EU-ს უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია.
“ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ მკაცრად ურჩია საქართველოს, გაიწვიოს უცხოური გავლენის შესახებ კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით. [საქართველოს] ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ რეკომენდაცია საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტების შენარჩუნების თვალსაზრისით”, – წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი “ტვიტერის” პირად გვერდზე.

ვენეციის კომისია ასკვნის, რომ საქართველოში მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ კანონით“ დადგენილი შეზღუდვები „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით“ და „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტით“ დადგენილ მკაცრ კრიტერიუმებთან შეუთავსებელია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი X-ზე წერს.
მისი თქმით, „იგი რუსული კანონია!“
„ვენეციის კომისია ასკვნის, რომ საქართველოში მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ კანონით“ დადგენილი შეზღუდვები „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით“ და „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტით“ დადგენილ მკაცრ კრიტერიუმებთან შეუთავსებელია და დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერების, ლეგიტიმურობისა და აუცილებლობის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. იგი რუსული კანონია!“, – წერს პეტრას აუსტრევიჩუსი.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. ამის შესახებ მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი სოციალურ ქსელში წერს.
“მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რათა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. ევროპის საბჭო მზად არის დახმარების გასაწევად,” – განაცხადა ევროპის საბჭოს გენმდივანმა.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონთან დაკავშირებით გავრცელებული რეკომენდაციისთვის ვენეციის კომისიას მადლობას უხდის ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
“როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის, და იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ,” – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელ X-ში.

შეგახსენებთ, ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გადაუდებელ მოსაზრებას აქვეყნებს.
ვენეციის კომისია მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულ იქნას მისი ამჟამინდელი ფორმით.
კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი საბოლოო ჯამში, გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button