ევაკუაცია ნიუ-იორკში
ნიუ-იორკში თავისუფლების ქანდაკების მიმდებარე ტერიტორიიდან ასობით ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა.
“ბიბისის” ცნობით, ამის მიზეზი ქანდაკებაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება გახდა.
გავრცელებული ცნობით, უცნობმა პირმა 911-ში დარეკა და განაცხადა, რომ თავისუფლების ქანდაკებაზე აფეთქება იყო მოსალოდნელი. ადგილზე პოლიცია და კინოლოგები მივიდნენ. თუმცა, საეჭვო ვერაფერი შენიშნეს.
უცნობია იმ პირის ვინაობა, რომელმაც 911-ში დარეკა და ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.