“გურჯაანის ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია”

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით რამდენიმე დღის წინ გურჯაანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

გომელაურისთვის ამ ეტაპზე უცნობია დაიკითხნენ თუ არა გურჯაანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტული პირები.
“გამოძიება იმ დღესვე დაიწყო როცა მოხდა ინციდენტი. როცა გამოძიება დასრულდება მოგახსენებთ ყველაფერს”, _განაცხადა შს მინისტრმა მთვრობის სხდომის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანში ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” აქტივისტები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button