გურჯაანში ყოფილი ხელისუფლების შესახებ ფილმს უჩვენებენ
ორგანიზაცია “ყველა თაობა საქართველოსთვის” ყოფილი ხელისუფლების შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენებას გურჯაანშიც აპირებს.
ფილმი გურჯაანის სამუსიკო სკოლაში იქნება ნაჩვენები.
ორგანიზატორის, ვახო ბეგიაშვილის თქმით, ჩვენებაზე დასწრება მხოლოდ 18 წლის ზევით ასაკის ადამიანებს შეეძლებათ.
ფილმი “ყველა თაობა საქართველოსთვის” მიერ არის შექმნილი და მათი შეფასებით, ის 9-წლიანი რეჟიმის ყველაზე რთულ ეპიზოდებს ასახავს.