ქარბუქის გამო შეზღუდვები დაწესდა

გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს, რომლის თანახმად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

იუწყებიან, რომ გზის დანარჩენ მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია.

მსგავსი პოსტები

Back to top button