სპორტი
ევრო2020-ზე მეორე ტურს ფინეთის და რუსეთის დაპირისპირება გახსნის

დღეს, საკონტინენტო პირველობის მე-6 სათამაშო დღეს, ტურნირის მეორე ტური იწყება. წრეს, B ჯგუფი გახსნის. სანკტ-პეტერბურგის საფეხბურთო არენა ფინეთის და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირებას უმასპინძლებს.
ფინეთს უკეთესი სატურნირო მდგომარეობა აქვს. ის ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს. რუსეთი კი 0 ქულით ბოლო, მეოთხე ადგილზეა.
მომდევნო შეხვედრა 20 საათზე, ბაქოშია ჩანიშნული. A ჯგუფში, ერთი ქულით მესამე ადგილზე მყოფი უელსი, ნული ქულით, ბოლო ადგილზე მდგარ თურქეთს დაუპირისპირდება.
ამავე ჯგუფის ლიდერები რომში გაარკვევენ ურთიერთობას. იტალიის და შვეიცარიის მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.