მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

“ევროკავშირი არსად მიდის”-სალომე ზურაბიშვილი

კრისტიან დანიელსონის საქართველოში მისიის გაგრძელებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით “ეს ძლიერი ნიშანია იმისა, რომ ევროკავშირი არსად მიდის”.

“სანამ ბატონი დანიელსონის დაბრუნებას ველოდებით, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა მხარეს ქვეყანა პირველ ადგილზე დააყენონ და დეპოლარიზაციის, კომპრომისისა და ერთიანობისთვის იმუშაონ”, – წერს Twitter-ის საკუთარ გვერდზე სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, კრისტიან დანიესლონი ამ კვირის ბოლოს კვლავ ესტუმრება საქართველოს, პოლიტიკური კრიზისის გადაჭრისკენ მიმართული მედიაციის პროცესის გასაგრძელებლად, ამის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირმა მიიღო.

შვედმა დიპლომატმა კრისტიან დანიელსონმა 12 მარტიდან საქართველოს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა არაერთი შეხვედრა როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად.

პროცესში მონაწილეობდნენ ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი. მხარეებმა საბოლოოდ შეთანხმებას მაინც ვერ მიაღწიეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button