მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკავშირი მოქალაქეებს მოუწოდებს, შეამცირონ დამოკიდებულება რუსულ ნავთობსა და გაზზე

უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მეორე ეტაპზე რუსეთის არმიამ სრული კონტროლი უნდა დაამყაროს-მინეკაევი

ევროკავშირი მოქალაქეებს მოუწოდებს, ავტომობილებით მოძრაობა შეზღუდონ, უარი თქვან კონდიციონერზე და კვირაში სამი დღე იმუშაონ სახლიდან, რათა შეამცირონ დამოკიდებულება რუსულ ნავთობსა და გაზზე.

ევროკომისიის განცხადებით, ზომები, რომლებიც მათ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან ერთად შეიმუშავეს, ოჯახებს წელიწადში, საშუალოდ, 500 ევროს დაზოგვის საშუალებას მისცემს.

მათივე განმარტებით, თუ ევროკავშირის ყველა მოქალაქე დაიცავს ცხრაპუნქტიან გეგმას, სახელწოდებით „ჩემი როლი“, ეს 120 სუპერტანკერის შესავსებად საკმარის ნავთობსა და 20 მილიონი სახლის გასათბობად საჭირო ბუნებრივ გაზს დაზოგავს.

ევროკომისია და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებენ: ზამთარში გათბობას დაუწიონ, ზაფხულში კი კონდიციონერი ნაკლებად გამოიყენონ, გამოიყენონ საკუთარი ავტომობილები უფრო ეკონომიურად, შეამცირონ სიჩქარე მაგისტრალებზე, ნაკლებად გამოიყენონ მანქანის კონდიციონერები, მცირე მანძილის გავლისას გადაადგილდნენ ფეხით, ან ველოსიპედით, ავტომობილის ნაცვლად, ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

ომი გრძელდება უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მეორე ეტაპზე რუსეთის არმიამ სრული კონტროლი უნდა დაამყაროს დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე. ამის შესახებ, როგორც რუსული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, დღეს, 22 აპრილს განაცხადა ცენტრალური სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილემ, რუსტამ მინეკაევმა. მისი თქმით, მეორე ეტაპი ორი დღის წინ დაიწყო.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთმა საჯაროდ ახსენა კონტროლი სამხრეთ უკრაინაზე, რომელიც რუსეთის მიერ უკვე ანექსირებული ყირიმის და სევასტოპოლის გარდა მოიცავს ზაპოროჟიეს, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის და ნიკოლაევის ოლქებს. მანამდე რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა მიზნად ასახელებდა დონბასზე სრულ კონტროლს.

მინეკაევის თანახმად, დონბასზე სრული კონტროლი უზრუნველყოფს სახმელეთო დერეფანს ყირიმისკენ და ზემოქმედებას შავი ზღვის პორტებზე, საიდანაც სოფლის მეურნეობის და მეატულრგიული პროდუქცია გადის სხვა ქვეყნებში, ხოლო უკრაინის სამხრეთზე კონტროლი იქნება კიდევ ერთი გასასვლელი დნესტრისპირეთზე(მოლდოვის ოკუპირებული ტერიტორია). როგორც რუსმა გენერალმა თქვა, დნესტრისპირეთშიც შეინიშნება რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროება.

„როგორც ჩანს, ჩვენ დღეს ვეომებით მთელ მსოფლიოს, როგორც ეს იყო დიდი სამამულო ომის დროს, როცა მთელი ევროპა და მთელი მსოფლიო ჩვენს წინააღმდეგ იყო. ახლაც იგივეა, მათ რუსეთი არასდროს უყვარდათ”, – განაცხადა მინეკაევმა ეკატერინბურგში, თავდაცვის სფეროს საწარმოთა კავშირის წლიურ შეკრებაზე.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოცხადებული ჰქონდა უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს. კიევის ოლქიდან რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ, მხოლოდ ბუჩასა და ირპენში ნაპოვნია ასეულობით მოკლული, მშვიდობიანი მოქალაქის გვამი.

მსგავსი პოსტები

Back to top button