მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის მიერ კიევის რეგიონის დასახლებების ოკუპაციის დროს, სულ მცირე, 1 084 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

რუსეთის მიერ კიევის რეგიონის დასახლებების ოკუპაციის დროს, სულ მცირე, 1 084 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ კიევის ოლქის პოლიციის უფროსმა, ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა.

„ამჟამად, დაღუპულთა რიცხვი 1 084-ს შეადგენს. ესენი არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული არც ტერიტორიულ თავდაცვასთან, არც სამხედრო ფორმირებებთან“, – განაცხადა ნებიტოვმა.

მისი თქმით, დღეისთვის 300-ზე მეტი გარდაცვლილის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება.

დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთზე შეტევისთვის აგროვებს ჯარებს და სრულმასშტაბიანი სახმელეთო იერიში ქარხანაზე, სავარაუდოდ, გამოიწვევს მნიშვნელოვან დანაკარგებს, რაც კიდევ უფრო შეამცირებს საბრძოლო ეფექტურობას.
ბრიტანული დაზვერვა განმარტავს მიზეზს, რატომ თქვა უარი პუტინმა “აზოვსტალის” შტურმზე.

უწყების ინფორმაციითვე, მასიური დაბომბვა გრძელდება დონბასის აღმოსავლეთით, რადგან რუსეთი ცდილობს წინსვლას, მათ შორის პოპასნაიასკენ. მათივე ცნობით, რუსეთს თავის გაფუჭებული ტექნიკა სარემონტოდ, რუსეთში გაჰყავს.

შეგახსენებთ, პუტინმა აზოვსტალზე შტურმის გაუქმების ბრძანება გუშინ გასცა, თუმცა ბრძანა, რომ გააძლიერონ მისი ბლოკადა ისე, “ბუზიც ვერ შეფრინდეს”.

ქარხანაში აზოვის ბატალიონის მებრძოლების გარდა, მშვიდობიანი მოსახლეობაც იმყოფება ისინი თვეზე მეტია ქარხნის აფარებენ თავს რუსულ ჭურვებს. უკრაინა მშვიდობიანი მარიუპოლელების ქალაქიდან ევაკუაციას ითხოვს და მსოფლიოს ქვეყნებს დახმარებისთვის მიმართავს, რუსეთი კი მხოლოდ ულტიმატუმებით საუბროს და “აზოვის” ბატალიონს მებრძოლებისგან იარაღის დაყრას მოითხოვს. აზოველები ულტიმატუმებს არ თანხმდებიან და იარაღს არ ყრიან.

შეგახსენებთ რომ რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ომი ამ დრომდე გრძელდება. 10 მილიონამდე ადამიანი ლტოლვილად და დევნილად იქცა. დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 200-ზე მეტი ბავშვი.

მსგავსი პოსტები

Back to top button