მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

ევროკავშირი საქართველოს 183 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს გამოუყოფს.

როგორც ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოს დეპარტამენტის დირექტორი ლოურენს მერედითი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, ევროკავშირი 80 მილიონ ევროს სასწრაფო საჭიროებებისთვის გამოყოფს, ხოლო 883 მილიონ ევროს – მოკლევადიანი მხარდაჭერისთვის. ამ თანხიდან 183 მილიონ ევროზე მეტს საქართველო მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ჯამში 962 მილიონ ევროს გამოიყოფს.

მსგავსი პოსტები

Back to top button