მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის განსაზღვრულ ამოცანებს

როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის მიერ განსაზღვრული დღის წესრიგის ამოცანებს – ახალი ანგარიში, რომელიც 2017-2020 წლებს მოიცავს, არასამთავრობო სექტორმა წარმოადგინა.

ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად საერთო პროგრესი არათანაბარია. ყველა სფეროსთვის დამახასიათებელია მხოლოდ ფორმალური ხასიათის ცვლილებები, რაც პრაქტიკაში ვერ ხორციელდება.

ანგარიშში განსაკუთრებით მწვავეა იუსტიციის საბჭოს გარშემო მიმდინარე მოვლენების შეფასება და აღნიშნულია, რომ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესი კვლავ არ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროგრამის მენეჯერის თქმით, საკითხავია რამდენად საკმარისია 2018 წელს გაწეული სამუშაო იმ ორი მთავარი მიზნის მისაღწევად, რასაც ამ სფეროში ასოცირების დღის წესრიგი ადგენს.

მოისმინეთ ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერ ვანო ჩხიკვაძის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე ნონა ქურდოვანიძის და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” პროგრამის მენეჯერ ერეკლე ურუშაძის კომენტარები.

მსგავსი პოსტები

Back to top button