მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბუნებრივი აირის შემცირება გადაწყვიტეს

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ზამთარში ბუნებრივი გაზის მოხმარების 15%-ით ნებაყოფლობით შემცირების შესახებ პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს.

ახალი რეგულაცია მიზნად ისახავს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის სავალდებულო გახადოს გაზის მოხმარების შემცირება.
ბუნებრივი აირის მოხმარების შესამცირებლად სახელმწიფოები შესაბამის ზომებს ინდივიდუალურად მიიღებენ.

ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ევროპული საბჭოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ გაზის მოთხოვნა 15%-ით შეამცირონ გასული ხუთი წლის საშუალო მოხმარებასთან შედარებით, 2022 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტამდე.

გეგმის თანახმად, უნდა შემცირდეს რისკი იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთის საერთოდ გადაკეტავს გაზს. თუმცა არსებობს არაერთი გამონაკლისი.
ჩეხეთმა, რომელიც ახლა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა, ტვიტერით განაცხადა, რომ ეს არ იყო მისია, რომელიც შეუძლებელი იყო.

ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი იოზეფ სიკელა, შეხვედრის შედეგს მიესალმა, როგორც ევროპული სოლიდარობის მოდელს. „ევროკავშირი ერთიანი და სოლიდარულია”, დაწერა მან ტვიტერით.

ენერგეტიკის მინისტრებმა მიაღწიეს „პოლიტიკურ შეთანხმებას“, რათა მომავალი ზამთრისთვის გაზის მოხმარება შეამცირონ. გეგმას, რომელიც ამა წლის აგვისტოდან გაისად მარტამდე ბუნებრივი აირის 15 პროცენტით შემცირებას ითვალისწინებს, არ მიემხრო მხოლოდ უნგრეთი.

შეთანხმება, ასევე, ითვალისწინებს „სამოკავშირეო განგაშის“ გამოცხადების შესაძლებლობას მიწოდების სტაბილურობისთვის სერიოზული საფრთხის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში მოხმარების შეზღუდვა სავალდებულო გახდება.

„გაზზე მოთხოვნის შემცირების მიზანია დაზოგვა ზამთრის წინა პერიოდში, რათა მოვემზადოთ რუსეთიდან გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის, რასაც ის მუდმივად იყენებს, როგორც იარაღს“, – ნათქვამია განცხადებაში.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ სვენ გიგოლდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღებული დოკუმენტი არის უპრეცედენტო ნაბიჯი ევროპული სოლიდარობისთვის.

“წევრი ქვეყნები, რომლებიც არ ახორციელებენ რუსული გაზის იმპორტს, გამოხატავენ მხარდაჭერას და იღებენ ვალდებულებას, შეამცირონ მოხმარება. ეს აქამდე არასდროს მომხდარა”, – დასძინა მან.

ევროკომისიამ ახალი რეგულაცია გაზზე მოთხოვნის შემცირების შესახებ 2022 წლის 20 ივლისს, ხელშეკრულების 122-ე მუხლის საფუძველზე წარადგინა.

მას შემდეგ, რაც ევროპულმა ქვეყნებმა გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარი თქვეს, რუსეთმა ბუნებრივი აირის მიწოდება პოლონეთს, დანიას, ბულგარეთსა და ფინეთს შეუწყვიტა.

18 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოში, აზერბაიჯანიდან მეტი ბუნებრივი აირის მისაღებად გაემგზავრა. მისი თქმით, ევროკავშირი ცდილობს შეამციროს რუსულ გაზზე დამოკიდებულება.
Reuters-ის ინფორმაციით, დოკუმენტის პირველი ვერსიის თანახმად, კომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდა შესთავაზა და მოუწოდა მხარი დაუჭირონ ამ მილსადენის გაფართოებას.

გეგმის შესრულება ნებაყოფლობითია. თითოეულ ქვეყანას შეუძლია თვითონ გადაწყვიტოს, როგორო მოახერხოს დაზოგვა. მოხმარების კრიტერიუმად მიიჩნევა 2016-დან 2021 წლამდე გამოყენებული აირის ოდენობა. თუ გაზის მოწოდების მხრივ საგანგაშო ვითარება შეიქმნა, შეიძლება შემოღებულ იქნეს სავალდებულო ზომები, რომლებსაც ბლოკის წევრების გარკვეული ნაწილი უნდა მიემხროს.
ევროპის კავშირის ზოგიერთ წევრებზე ვრცელდება გამონაკლისები, როცა ისინი არ არიან სხვა ქვეყნის ქსელთან დაკავშირებული. ასეთებია ესპანეთი და პორტუგალია, ასევე კუნძულები, კვიპროსი, მალტა და ირლანდია. მათ შეუძლია ასევე არ შეასრულონ სავალდებულო ზომები.

ამასთნ ევროკავშირის ენერგეტიკის პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კადრი სიმსონმა დაგმო რუსეთის გაზპრომის განცხადება, რომ შეანელებს მიწოდებას ევროპისთვის – იმ ფონზე, როცა ბლოკის წევრები მოსკოვს ენერგიის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებენ, უკრაინაში თავისი ომის წარმოებისას.

გაზპრომმა, რომელიც დაეყრდნო ამ მრეწველობაში მოქმედი სადამკვირვებლო უწყების რეკომენდაციებს, 25 ივლისს განაცხადა, რომ 26 ივლისიდან დღეში 33 კუბური მეტრით შეამცირებს გაზის მიწოდებას გერმანიისთვის, “ჩრდილოეთის ნაკადი 1” მილსადენით. ეს არის ნახევარი ამჟამინდელი ოდენობისა, რომელიც თავისთავად წარმოადგენს უწინდელი მოცულობის 40 პროცენტს.

“ჩვენ ვიცით, რომ საამისოდ ტექნიკური მიზეზი არ არსებობს. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი, და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ. და სწორედ ამ მიზეზით, ჩვენი გაზის მოთხოვნის პრევენციული შემცირება გონივრული სტრატეგიაა” – თქვა სიმსონმა ბრიუსელში, ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.

გავრცელებული ვარაუდით, მინისტრები მიაღწევენ შეთანხმებას გაზის საგანგებო წესებზე ევროკავშირისთვის, თუმცა მოელიან, რომ შეთანხმებას რამდენიმე ქვეყანა არ შეუერთდება.

ჩეხეთის ვაჭრობის მინისტრის, იოზეფ სიკელას თქმით, შემცირება აუცილებელია, რადგან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი “გააგრძელებს გაზის მიწოდების არამართებულად გამოყენების და ამით შანტაჟის თავის ბინძურ თამაშს”.

მსგავსი პოსტები

Back to top button