მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ლიბანში ჩავა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი 5-7 იანვარს ლიბანს ეწვევა, – ინფორმაციას ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

ბორელი ლიბანში მიმდინარე კვირის ბოლომდე დარჩება და მათივე ინფორმაციით ბორელი შეხვდება ლიბანის პარლამენტის სპიკერს ნაბიჰ ბერის, პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიქატის, საგარეო საქმეთა და ემიგრანტების საკითხთა მინისტრს აბდალა ბუ ჰაბიბს და ლიბანის შეიარაღებული ძალების სარდალს გენერალ ჯოზეფ აუნს.
ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბორელი რეგიონული ესკალაციის თავიდან არიდების აუცილებლობაზე ისაუბრებს.

„მისია იქნება ღაზაში და მის ირგვლივ არსებული სიტუაციის ყველა ასპექტის განხილვის საშუალება, მათ შორის მისი გავლენა რეგიონზე, განსაკუთრებით ისრაელ-ლიბანის საზღვარზე არსებული ვითარება, ასევე რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილებისა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების შენარჩუნების მნიშვნელობა, რომელიც ევროკავშირმა 4-ჯერ, 100 მილიონ ევრომდე გაზარდა“, – აღნიშნულია პრესრელიზში.

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში აცხადებენ, რომ ჯოზეფ ბორელი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს რეგიონის ლიდერებთან დიპლომატიური ძალისხმევის გაღრმავების აუცილებლობას, რათა შეიქმნას პირობები ისრაელსა და პალესტინას შორის და რეგიონში შორის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.
შეგახსენებთ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერი ჟოზეპ ბორელი 5 იანვარს იწყებენ ახლო აღმოსავლეთში ვიზიტებს, რათა სცადონ შეაკავონ ღაზის კონფლიქტის გავრცელება ისრაელის მიერ ოკუპირებულ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ლიბანსა და წითელი ზღვის სანაოსნო გზებზე.

ვიზიტები ტარდება თითქმის სამი თვის მერე მას შემდეგ, რაც სამხრეთ ისრაელს თავს დაესხა პალესტინური ექსტრემისტული დაჯგუფება ჰამასი, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული. ჰამასის თავდასხმას ისრაელში 1200 ადამიანი ემსხვერპლა, 240-მდე ადამიანი მძევლებად აიყვანეს. ამ თავდასხმას მოჰყვა ისრაელის თავდაცვის არმიის იერიში ღაზის წინააღმდეგ, რის შედეგადაც ღაზაში 22 ათასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, ხოლო სექტორის დიდი ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული.

მსგავსი პოსტები

Back to top button