მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ევროკავშირს საქართველოსგან მეტი დემოკრატია სჭირდება-სალომე ზურაბიშვილი

ევროკავშირს საქართველოსგან მეტი დემოკრატია და მეტი სტაბილურობა სჭირდება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

“ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ევროპული გზა, თავისი დემოკრატიული გზა გააგრძელოს და არაფერმა ამ გზაზე არ შეუშალოს ხელი. როგორც არასდროს, ეს მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ რეგიონში ვითარება შეიცვალა და საჭიროა, რომ ის, რაც იყო და არის – სტაბილურობის და დემოკრატიის კუნძული, ეს კიდევ გაძლიერდეს და გამყარდეს. ევროკავშირს, როგორც საქართველოს, ჩვენგან სჭირდება მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება”, – თქვა ზურაბიშვილმა.

შეგახსნებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ესტუმრა.

სტუმარს დახვდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და სხვა ოფიციალური პირები.

შარლ მიშელი შეხვედრებს გამართავს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. ის, ასევე, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს ეწვევა.

შარლ მიშელი ქვეყანას 2 მარტს დატოვებს

მსგავსი პოსტები

Back to top button