მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინრომაციას საბანაძე სოცლიალურ ქსელში ავრცელებს.

“სულ რაღაც რამდენიმე თვეში, 8 წელი შესრულდება რაც მე საქართველოს წარმოვადგენ ბრიუსელში და ვხელმძღვანელობ ჩვენს მისიას ევროკავშირში. ეს იყო ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა. ეს იყო მისია სავსე წარმატებებით, ისევე როგორც გამოწვევებით – პროფესიული თუ მორალური. დღეს მოვიდა დრო, ეს ფურცელი გადავშალო. მივიღე გადაწყვეტილება, დამეწერა განცხადება გადადგომის თაობაზე, რომელიც მინისტრმა დააკმაყოფილა.

საქართველოს ევროპული მომავალი არის ის მიზანი, რომლის მისაღწევად ყოველთვის ვიბრძოლებ. მე მჯერა ამ მიზნის; მჯერა იმიტომ კი არა, რომ ევროკავშირის წევრობა პანაცეაა, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც თავისუფლებას და ღირსებას შეგვინარჩუნებს. მინდა მადლობა გადავუხადო საელჩოს თანამშრომლებს, ჩემს გუნდს, რომლებსაც ბევრს ვუმადლი და რომელთა თანადგომის და შრომის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. მათი მსგავსი საჯარო მოხელეები წარმოადგენენ ჩვენი სახელმწიფოს ღერძს, გასაფრთხილებელს და დასაფასებელს”. – წერს საბანაძე.

ის არ საუბრობს გადადგომის მიზეზებზე. უკავშირდება თუ არა მისი გადაწყვეტილება ქვეყანაში ბოლოს განვითარებულ მოვლენებსა და პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს

შეგახსენებთ, ბრიუსელში 16 მარტს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართა.

ნატალია საბანაძე ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად და ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელად 2013 წლის მაისში დაინიშნა.
მანამდე ის ჰააგაში, ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის უფროს მრჩევლად მუშაობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button