ევროკომისიამ 3 მილიონი ევრო გამოყო
სტიქიით დაზარალებულებისთვის სახლების ასაშენებლად ევროკომისიამ 3 მილიონი ევრო გამოყო და კიდევ 400 ათასი განკუთვნილია ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დამატებითი რესურსების მოსაზიდად მუშაობა გრძელდება.
პროცესში ჩართულია საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსიც. ელჩები ქვყანაში შექმნილ მდგომარეობას დედაქალაქებს აცნობენ.
ასევე გახსნილია ანგარიშები ხაზინასა და კომერციულ ბანკებში, ანგარიშების გახსნას გეგმავენ საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებიც.