“ლომი ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე მამაკაცს თავს დაესხა”

“ინტერპრესნიუსისა” და “რუსთავი2”-ის ინფორმაციით,  “ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე ლომმა სავარაუდოდ ერთი ადამიანი იმსხვერპლა.

“თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ დაინახეს როგორ დაიჭირა ლომმა მამაკაცი. რამდენიმე ადამიანმა გამოქცევა მოახერხა. ხალხი პანიკაშია.პირი, რომელსაც ზოოპარკიდან გამოქცეული ცხოველი თავს დაესხა, გაუნძრევლად წევს მიწაზე.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ისინი ვერ შედიან ტერიტორიაზე. თუმცა შეიარაღებული არიან და მზად არიან ლიკვიდაციისთვის” – იტყობინებიან “ლაგუნა ვერედან”

 

მსგავსი პოსტები

Back to top button