მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკომისიამ არ გაახანგრძლივა უკრაინიდან მის მოსაზღვრე ქვეყნებში მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული ემბარგო

ევროკომისიამ არ გაახანგრძლივა უკრაინიდან მის მოსაზღვრე ქვეყნებში მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული ემბარგო. აკრძალვა 15 სექტემბერს იწურება. ამასთან, პოლონეთის ხელისუფლებამ უკვე გამოაცხადა, რომ ის, თავის მხრივ, არ გააუქმებს უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვას. ევროკომისია აღნიშნავს, რომ ომში მყოფი ქვეყანა მარცვლეულის ჭარბი რაოდენობის შესვლის თავიდან ასაცილებლად 30 დღის ვადაში სამართლებრივი ზომების წარდგენას დათანხმდა.

მანამდე უნგრეთმა, რუმინეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ იმავეს გააკეთებდნენ ევროკომისიის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ. უკრაინის მოსაზღვრე ყველა ქვეყნიდან მხოლოდ ბულგარეთი ეთანხმება ევროპული გადაწყვეტილების განხორციელებას.
ევროკავშირის მიერ შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, პოლონეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე უარს აცხადებენ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ პარასკევს განაცხადა, რომ ევროკომისიის წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას ახანგრძლივებს. “იმიტომ, რომ ეს პოლონელი ფერმერების ინტერესებშია”, – აღნიშნა მან. “ჩვენ არ მოვუსმენთ ბერლინს, არ მოვუსმენთ ფონ დერ ლაიენს, ტუსკს ან ვებერს”, – დასძინა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.

მაგალითად, ექსპორტის ლიცენზირების სისტემა. იქამდე კი, ომში მყოფი ქვეყანა 16 სექტემბრიდან, ეფექტიან ზომებს მიიღებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ოთხი ტიპის ექსპორტის კონტროლისთვის.

უკრაინა სამოქმედო გეგმას ორ დღეში წარადგენს. ევროკომისია აცხადებს, რომ თავს შეიკავებს რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებისგან, ვიდრე უკრაინის მიერ წარდგენილი ეფექტიანი ზომები სრულად იმოქმედებს.

შეგახსენებთ ევროკომისიამ 2 მაისიდან დროებით აკრძალა ხორბლის, სიმინდის, რაფსის და მზესუმზირას თესლის ექსპორტი უკრაინიდან ბულგარეთში,
უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში იაფფასიანი უკრაინული პროდუქციის შემოდინებამ გადასახადების არარსებობის გამო გამოიწვია ის, რომ ამ ქვეყნების ფერმერების საკუთარ პროდუქტებს შეუმცირდა კონკურენტუნარიანობა. მათ არ შეეძლოთ პროდუქციის ფასის დაწევა და მათი წარმოება წამგებიანი ხდება.
პოლონეთში ფერმერების საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, სოფლის მეურნეობის მინისტრი ჰენრიკ კოვალჩიკი თანამდებობიდან გადადგა.
აპრილის შუა რიცხვებში პოლონეთმა, უნგრეთმა, ბულგარეთმა და სლოვაკეთმა უკრაინული პროდუქციის იმპორტის დროებითი აკრძალვა შემოიღეს, მსგავსი ზომები განიხილა რუმინეთმაც.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიას მადლობას უხდის უკრაინულ მარცვლეულზე ემბარგოს მოხსნისთვის და აღნიშნავს, რომ მეზობელი ქვეყნების თავისი გადაწყვეტილებებით ევროკავშირის კანონს თუ დაარღვევენ, უკრაინა მათ „ცივილიზებულ პასუხს“ გასცემს. ამის შესახებ ზელენსკი ტელეგრამარხში წერს.

„ახლახან ვესაუბრე ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს. ევროკომისიის მხრიან შეზღუდვები ევროკავშირის ბაზარზე უკრაინული აგრარული პროდუქციისთვის მოხსნილია! გულწრფელად მადლობელი ვარ ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვის შესრულებისთვის და თავისუფალი ბაზრის წესების დაცვისთვის. ეს არის უკრაინასა და ევროკავშირს შორის ნამდვილი ერთიანობისა და ნდობის მაგალითი. ევროპა ყოველთვის იმარჯვებს, როდესაც წესები მოქმედებს, ხოლო შეთანხმებები სრულდება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ევროპულმა ერთიანობამ იმუშაოს ორმხრივ დონეზეც. რომ მეზობლებმა ომის დროს უკრაინას მხარი დაუჭირონ. ხოლო თუ მათი გადაწყვეტილებები ევროკავშირის კანონს დაარღვევს, უკრაინა ამაზე ცივილიზებულ პასუხს გასცემს“, – წერს ზელენსკი.

შეგასენებ ევროკომისიამ 2 მაისიდან დროებით აკრძალა ხორბლის, სიმინდის, რაფსის და მზესუმზირას თესლის ექსპორტი უკრაინიდან ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში.
იაფფასიანი უკრაინული პროდუქციის შემოდინებამ გადასახადების არარსებობის გამო გამოიწვია ის, რომ ამ ქვეყნების ფერმერების საკუთარ პროდუქტებს შეუმცირდა კონკურენტუნარიანობა. მათ არ შეეძლოთ პროდუქციის ფასის დაწევა და მათი წარმოება წამგებიანი ხდება.
პოლონეთში ფერმერების საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, სოფლის მეურნეობის მინისტრი ჰენრიკ კოვალჩიკი თანამდებობიდან გადადგა.
აპრილის შუა რიცხვებში პოლონეთმა, უნგრეთმა, ბულგარეთმა და სლოვაკეთმა უკრაინული პროდუქციის იმპორტის დროებითი აკრძალვა შემოიღეს, მსგავსი ზომები განიხილა რუმინეთმაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button